თავისუფალი სტილით მოჭიდავეების მსგავსად, სოფიაში მიმდინარე ბოლო სალიცენზიო ტურნირზე წარუმატებლად იასპარეზეს კლასიკოსებმაც.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს ტოკიო 2020-ის 4 საგზური უკვე მოპოვებული აქვთ, დარჩენილ 2 წონაში კი ოლიმპიური ლიცენზიებისთვის დავით ჩხარტიშვილი და ბაკურ გოგოლი იბრძოდნენ.
სამწუხაროდ, ორივე ქართველ ფალავანს ხელი მოეცარა.
ბაკურ გოგოლმა (77კგ) მეოთხედფინალში ბულგარელ მნაცაკანიანთან წააგო, ხოლო ჩხარტიშვილს ლიცენზიამდე ერთი მოგება დააკლდა.
ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალამდე გააღწია, იქ კი მოლდოველ ჩიობანუსთან წააგო.
ამრიგად, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს თავისუფალი სტილი მოჭიდავეები 3, ხოლო ბერძენ-რომაელები 4 ფალავნით იქნებიან წარმოდგენილნი.





