გუშინ ვოლგოგრადის როტორი, ამხანაგურ მატჩში პოლონურ იაგელონიას დაუპირისპირდა. მატჩი ფრე 1:1 დასრულდა, რუსული გუნდის მხრიდან გოლი ახალგაზრდა ქართველმა, ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა.
ეს გოლი ზურიკოსთვის ვოლგისპირულ გუნდში პირველი გოლია. მან მცირე კომენტარი როტორის ოფიციალურ გვერდთან გააკეთა:
Зурико Давиташвили: «Первая игра на сборах всегда сложная» 📹https://t.co/N6aFuytq0d
— CК «Ротор» (@RotorOfficial) January 21, 2021
ცოტა დავიღალეთ, მაგრამ მთლიანობაში კარგად ვითამაშეთ, პირველი მატჩი ყოველთვის რთულია. ფიზიკურად კარგად ვარ – 45 წუთი ვითამაშე, მაგრამ შემეძლო სრული მატჩიც მეთამაშა.
პოლონეთში 10 დღეში სეზონი იწყება და ეს, როგორც ვიცი, იაგელონიასთვის შეკრების ფარგლებში ბოლო ამხანაგური მატჩი იყო, ჩვენთვის კი – პირველი. საკმაოდ კარგი გუნდთან ვითამაშეთ.
ეს ჩემი პირველი გოლი იყო და იმედი მაქვს, სეზონი რომ დაიწყება, ოფიციალურ მატჩებშიც გავიტან, – განაცხადა ზურიკომ.





