მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა კოსოვო სტუმრად 1:2 დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გამარჯვების გოლის ავტორმა, ზურიკო დავითაშვილმა მცირე კომენტარი გააკეთა.
“გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ახლა ისეთი პერიოდი გვქონდა, როდესაც სამი ქულის მოპოვება ძალიან გვჭირდებოდა. საბედნიეროდ, ყველანაირი ზეწოლა გადავლახეთ და ძალიან რთულ თამაშში გავიმარჯვეთ. რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან გახარებული ვართ და იმედი გვაქვს ასე გავაგრძელებთ”, – განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა.





