საქართველოს ნაკრებისა და ტულას “არსენალის” შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა რუსეთის თასზე გოლი გაიტანა.
რუსეთის თასის ჯგუფურ ეტაპზე არსენალმა დინამოს სტუმრად ანგარიშით 6:1 მოიგო. თამაშის შემდეგ 20 წლის შემტევმა კლუბის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა.
“კარგი შედეგია და რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ. მოედანი ძალიან ცუდი იყო, ძნელი იყო თამაში, მაგრამ კარგია, რომ დასაწყისშივე გავიტანეთ. ეს ძალიან დაგვეხმარა მომდევნო გოლების გატანაში.
საკუთარ თამაშს ნორმალურად ვაფასებ. როდესაც გუნდი იგებს, ესაა ყველაზე მთავარი. რა თქმა უნდა, არასდროს ვარ საკუთარი თამაშით კმაყოფილი და მსურს მეტი გოლი გავიტანო, მეტი საგოლე გადაცემა შევასრულო.
მოგებული შეხვედრა მომდევნო მატჩებშიც გეხმარება. ურალთან უკეთესი ფსიქოლოგიური განწყობით მოვემზადებით”, – თქვა დავითაშვილმა.
ტულის არსენალს თამაშს რუსეთის პრემიერლიგაში, სტუმრად ლუკა გაგნიძის “ურალთან”, 27 სექტემბერს გამართავს.
ზურიკოს ანგარიშზე ტულას “არსენალის” მაისურით მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირის 8 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასია.





