30 წლის ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი (87 კგ.), რომელიც ამჟამად სერბეთის სახელით ასპარეზობს, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
დათუნაშვილი მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში ხორვატ ივან ჰუკლეკს დაუპირისპირდა და 6:1 მოუგო.
შეგახსენებთ, რომ დათუნაშვილმა მერვედფინალში წააგო ოლიმპიადის ფინალისტ უკრაინელ ჟან ბელენიუკთან.





