სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა გუშინ მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.
ქართველი მოჭიდავის ტრიუმფს სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ზურაბ დათუნაშვილს ვულოცავ ოსლოში, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებულ ოქროს მედალს! მისმა და მთელი ნაკრების წარმატებულმა ასპარეზობამ მთელ მოსახლეობას დიდი სიხარული მოუტანა. სერბეთი ამ ოქროთი ძალიან ამაყობს, ბრავო ზურაბ. წინ კიდევ ბევრი წარმატება და ოქროს მედლები გელოდება“, – წერს ვუჩიჩი.
სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!








