ზურაბ დათუნაშვილმა, რომელმაც სერბეთის სახელით ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა, პირველი კომენტარი გააკეთა და სერბ ხალხს მისი დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა.
“ძალიან მიხარია, რომ მედლის აღება შევძელი. ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩემი მიზანი სწორედ ეს იყო. ამ წარმატებას სერბ ხალხს უნდა ვუმადლოდე, რომელთაც ჩემი დაიჯერეს და ნდობა გამომიცხადეს. მადლობა, სერბეთო!”.
დათუნაშვილი მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში ხორვატ ივან ჰუკლეკს დაუპირისპირდა 6:1 მოიგო.
დათუნაშვილს სერბეთის ნაკრების მაისურით წლევანდელი ევროპის ჩემპიონატიც აქვს მოგებული.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ დათუნაშვილმა საქართველოს ნაკრების დატოვება, 2019 წელს, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადაწყვიტა.








