ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Football Italia-ს ინფორმაციით, მილანის შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
სადისციპლინო კომიტეტმა შვედი ფორვარდი 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციის გარდა 5 000 ევროს გადახდაც დააკისტა. მიზეზი კი მსაჯისადმი უპატივცემულობა დასახელდა.
39 წლის შვედი ვარსკვლავი გუნდს ჯენოასთან მატჩში დააკლდება, რომელიც 18 აპრილს არის ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს 30-ე ტურის მატჩში პარმას წინააღმდეგ იბრაჰიმოვიჩი მსაჯთან კონფლიქტის გამო მოედნიდან გააძევეს.





