“მილანის” 39 წლის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმივიჩი “ლივერპულთან” მატჩს გამოტოვებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვეტერან ფეხბურთელს აქილევსის მყესზე პრობლემა შეექმნა.
იბრაჰიმოვიჩი მუხლის ტრავმის შემდეგ მოედანს რამდენიმე დღის წინ “ლაციოს” წინააღმდეგ დაუბრუნდა და გოლის გატანაც მოახერხა, თუმცა აქილევსის მყესზე შემქნილი პრობლემის გამო “ლივერპულის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში როსონერის განაცხადში ვერ მოხვდა.
ცნობისთვის, “მილანისა” და “ლივერპულის” დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 23:00-ზე შედგება.





