ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში მადრიდის „რეალმა“ ბილბაოს „ატლეტიკს“ 3:1 მოუგო. დუბლითა გამოირჩა ქარიმ ბენზემა, ხოლო ეს ლა-ლიგაში სამეფო გუნდის ზედიზედ მეოთხე გამარჯვება გახლდათ.
მძიმედ დაწყებული სეზონის შემდეგ, აშკარაა რომ „რეალი“ მოფერიანდა, ძალებს იკრეფს და ეჭვგარეშეა, რომ ორივე ფრონტზე – როგორც შიდა ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს.
„რეალის“ დამრიგებელმა, ზინედინ ზიდანმა „ბილბაოსთან“ გამარჯვების შემდეგ ბენზემაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.
„ის ნამდვილ ცხრიანად ყალინდება. უფრო სწორად, დიდი ხანია ეს ასეა. ბენზემა მხოლოდ გოლებზე არ ფიქრობს, ის გუნდური მოთამაშეა.
ვფიქრობ, ქარიმ ბენზემა საფრანგეთის ყველა დროის საუკეთესო ფორვარდია. ის „რეალში“ წლებია ირიცხება და საკუთარი თამაშით ეს არაერთხელ დაამტკიცა“ ამბობს ზინედინ ზიდანი.








