ცუდი დროება უდგას ჟოზე მოურინიოს და მის გუნდს. პრემიერლიგის მორიგ ტურში, „ტოტენჰემმა“ შინაურ არენაზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და 1:3 წააგო.
ლონდონელები სონის გოლით კი დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვეღარ შეძლეს და წითელმა ეშმაკებმაც 3 გოლი გაუტანეს.
მარცხი მარცხად, მაგრამ ჟოზე მოურინიოს კარიერულ ბიოგრაფიაში უსიამოვნო შტრიხები გაჩნდა. ამ წაგებით პორტუგალიელმა სპეციალისტმა თავისი ანტირეკორდი დაამყარა.
საქმე იმაშია, რომ პრემიერლიგაში ეს „ტოტენჰემის“მეათე მარცხი იყო. სტატისტიკოსებმა კი დაადგინეს, რომ მოურინიოს გაწვრთნილი გუნდები შიდა ჩემპიონატში 10-ჯერ არასდროს დამარცხებულან.
„ტოტენჰემი“ 49 ქულით მე-7 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 5 ქულით ჩამორჩა.





