გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ „ტოტენჰემს“ კრიზისული პერიოდი უდგას. ჟოზე მოურინიოს გუნდმა, პრემიერლიგის 22-ე ტურში, ლონდონური დერბი შინ „ჩელსისთან“ 0:1 დათმო. ერთადერთი გოლი ტაიმის შუაწელს პენალტიდან ჟორჟინიომ გაიტანა.
„ტოტენჰემმა“ უკვე ზედიზედ მესამე მატჩი წააგო და სატურნირო ცხრილშიც დაქვეითდა. ჟოზე და კომპანია 33 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფებიან, რაც თავის მოწონების საფუძველს ნამდვილად არ უნდა იძლეოდეს.
რაც შეეხება გარეთ ბეილს, რომელიც ლონდონელებმა „რეალიდან“ არენდის სახით გადმოიყვანეს მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ გაშვებული გოლის შემდეგ დრო საკმაოზე მეტი იყო, მოურინიომ უელსელი ფეხბურთელი მოედანზე მაინც არ შემოუშვა.
სწორედ ბეილის თაობაზე დასმულმა კითხვამ გააღიზიანა პორტუგალიელი მწვრთნელი მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, რომელიც მას მანდილოსანმა ჟურნალისტმა დაუსვა.
„კარგი კითხვაა, მაგრამ თქვენ პასუხს არ იმსახურებთ“ – უთხრა მოურინიომ ინგლისელ მედიის მუშაკს.





