კატალონიური ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ, ლა ლიგის 30-ე მატჩში, მადრიდის რეალთან დამარცხების შემდეგ, მედიასთან მატჩი შეაფასა და მომავლის მიზნებზე ისაუბრა.
„ლა ლიგაში გამარჯვებისთვის წინ კიდევ რვა თამაში გველის. ვფიქრობ თამაშებს მეტოქეებიც ჩააგდებენ და ჩვენი შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.
ეჭვი არ მეპარება, რომ გუნდი ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებს, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს და მწვრთნელს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. გაუმარჯოს ბარსას,“ – განაცხადა ლაპორდამ.








