UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე უმაღლეს საბრძოლო ლიგაში მომდევნო ორთაბრძოლას 2022 წლის 15 იანვარს გამართავს. „ქართველი ნინძას“ მეტოქე ამერიკელი მებრძოლი, კელვინ კატარი იქნება. ღონისძიება UFC Fight Night 200-ის სახელით ჩატარდება.
სპორტსმენებმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს, ახლა კი რამდენიმე მცირე დეტალის მოგვარება დარჩა.
გიგა ჭიკაძე ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს. ქართველმა სპორტსმენმა ბოლო ბრძოლა 29 აგვისტოს, ედსონ ბარბოსას წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ცნობისთვის, აღნიშნული ორთაბრძოლა გიგასთვის პირველი მთავარი ივენთი იყო.
რაც შეეხება კელვინ კატარს, 33 წლის ამერიკელი მებრძოლი ქვემსუბუქი კატეგორიის წონაში მე-5 პოზიციაზე იმყოფება. „ბოსტონ ფინიშერად“ წოდებულმა მებრძოლმა ბოლო შეხვედრა 17 იანვარს, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ გამართა და ნოკაუტით დამარცხდა.





