პორტუგალიის ნაკრების 36 წლის სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედის” ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ინგლისურმა გუნდმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
კრიშტაინუ რონალდუმ აღნიშნული პრიზი ინგლისურ გუნდში დაბრუნების შემდეგ, ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
ვეტერანმა ფეხბურთელმა გასულ თვეში სხვადასხვა ტურნირზე მანკუნიანელთა შემადგენლობაში 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. 36 წლის შემტევმა ჩემპიონთა ლიგაზე “ატალანტას” წინააღმდეგ დრამატულ მატჩში გადამწყვეტი გოლი გაიტანა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა.
🗣 𝗩𝗜𝗩𝗔 𝗥𝗢𝗡𝗔𝗟𝗗𝗢 🇵🇹
It's back-to-back #MUFC Player of the Month awards for @Cristiano 👏🎖 pic.twitter.com/wAKOIkqhLm
— Manchester United (@ManUtd) November 2, 2021





