საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და NBA-ს ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ ტელეკომპანია იმედის გადაცემაში “ნოესთან” სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
“როცა პირველად ჩემპიონი გავხდი, ვისგანაც ველოდებოდი მხარდაჭერას, ეს მათგან ვერ ვიგრძენი. გული წყდება ადამიანს, მაგრამ ხვდები, რომ ეს ცხოვრების ნაწილია ყველა სფეროში, ყველა ეტაპზე. ამაზე დიდხანს ფიქრი არაფერს არ მოგიტანს. იყო რაღაც გარკვეული პერიოდი, რომ მართლა შოკი იყო.
“როცა მეგობრად თვლი, როცა ასეთი ურთიერთობები გაკავშირებს. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მოხდა კარიერაში, არც დრაფტი, არც პლეი-ოფი, არც პირველი ჩაგდებული ქულა ტიტულს ვერ შეედრება, ჩემპიონობა სულ სხვაა, თან NBA-ს. არ მომილოცეს, თუმცა ყველაზე მაგარი მაინც ის არის, რომ ხედავ ვინ მოიხსნა ნიღაბი, ვინ ვინ არის. წარსულით არ უნდა იცხოვრო და ყოველთვის წინ უნდა გაიხედო”, – განაცხადა ფაჩულიამ.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია NBA-ის ჩემპიონი “გოლდენ სტეიტის” რიგებში ორჯერ 2017/18 წლებში გახდა.





