ზაზა ფაჩულიას შვილი, დავით ფაჩულია საქართველოს 13-წლამდე საკალათბურთო ნაკრებში გამოიძახეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ძალიან ემოციურია და თან სასიხარულო ამის დაწერა. ტრადიცია გრძელდება. დათი U13 ნაკრებში”, – წერს ზაზა ფაჩულია თავის ფეისბუქ გვერდზე.
ცნობისთვის, დავით ფაჩულია აშშ-ში ძმასთან, საბა ფაჩულიასთან ერთად ვარჯიშობს და თამაშობს.
შეგახსენებთ, ზაზა ფაჩულია NBA-ის ჩემპიონი “გოლდენ სტეიტის” რიგებში ორჯერ 2017/18 წლებში გახდა. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 17 წლის განმავლობაში იცავდა და კაპიტნობდა.





