ვულვერჰემპტონმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფიორენტინაში განათხოვრებული თავდამსხმელი, პატრიკ კუტრონეს დაბრუნა.
Patrick Cutrone has been recalled from his loan at @ACFFiorentinaEN to join up with Nuno's squad for the remainder of the season.
Welcome back, Patrick!
🇮🇹👋
— Wolves (@Wolves) January 7, 2021
პატრიკ კუტრონე ფიორენტინადან დავიბრუნეთ
ის ნუნოს გუნდს სეზონის მეორე ნაწილში დაეხმარება.კეთილი იყოს შენი დაბრუნება, პატრიკ!
23 წლის ფეხბურთელი სეზონის დარჩენილ ნაწილს ინგლისურ კლუბში ითამაშებს.
როგორც მოგეხსენებათ, ხუთი კვირის წინ „მგლების“ თავდამსხმელმა რაულ ხიმენესმა, დავიდ ლუიზთან შეჯახებისას, თავის ქალის მძიმე დაზიანება მიიღო და ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.
მექსიკელმა ცოტა ხნის წინ მსუბუქი ვარჯიში დაიწყო, თუმცა მიმდინარე სეზონში მისი დაბრუნება საეჭვოა. რაულს, 18 წლის პორტუგალიელი ფაბიო სილვა ცვლიდა, ხოლო ახლა მას კონკურენციას კუტრონე გაუწევს.
სერია A- ს მიმდინარე სეზონში კუტრონემ 11 მატჩის ჩაატარა, თუმცა თავი შედეგიანი ქმედებით არ გამოუჩენია და ფიორენტინაში მისი ასპარეზობით უკმაყოფიო იყვნენ, ასე რომ იჯარის დასრულებით ყველა მხარე კმაყოფილი დარჩა.








