საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი აბურჯანიამ ესპანეთის ნაკრებთან მარცხი შეაფასა:
„ძალიან რთული თამაში გამოვიდა, რეზულტატით და თამაშის ხარისხით უკმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, მწვრთნელის დავალებები ვერ შევასრულეთ. ვფიქრობ, რომ პრობლემა საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. ერთადერთი კარგი ისაა, რომ სამ დღეში კვლავ თამაში გვაქვს და შანსი გვექნება ხასიათი გამოვისწოროთ. ჩემი აზრით, ბულგარეთის წინააღმდეგ ახალ მოთამაშეებს მიეცემათ შანსი.
ესპანეთის წინააღმდეგ განცდილი მარცხი გაკვეთილად უნდა გამოვიყენოთ, ბევრი ვიმუშაოთ და შემდეგ თამაშებში უკეთ ვიასპარეზოთ“, – განაცხადა გიორგი აბურჯანიამ
შეგახსნებთ, რომ საქართველოს ნაკრები B ჯგუფში 1 ქულით ბოლო მე-5 ადგილზე იმყოფება. ქართველი ფეხბურთელები მომდევნო შეხვედრას 8 სექტემბერს გამართავენ. ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარეთის ნაკრებს ესტუმრება.





