ქართველ 42-ე ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილთან დოჰას 250-იან ტურნირზე დამარცხებულმა როჯერ ფედერერმა, ჟურნალისტ ჯორჯ ბელშოუსთან მოკლე კომენტარი გააკეთა.
„როგორც ვთქვი, ჯერ არ ვარ 100 პროცენტით მზად. ამას ვგრძნობ და ვხედავ. ჯერ კიდევ ფორმის აღდგენის პროცესში ვარ და ეს ამ პროცესის მორიგი საფეხური იყო. კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვგრძნობდი თავს კორტზე. ბუნებრივია, დენთან შეხვედრაში ფიზიკურად უკეთ ვგრძნობდი თავს“, – ციტირებს ფედერერს ჟურნალისტი ჯორჯ ბელშოუ.
„ბედნიერი ვარ ჩემი დღევანდელი და გუშინდელი თამაშით. ბედნიერი ვარ ტურში დაბრუნებით. სასიამოვნო იყო დოჰაში ჩამოსვლა. ეს ნამდვილად პოზიტიური დაბრუნებაა ჩემთვის და ბედნიერი ვარ“, – ეს კომენტარი მან ATP Tour-ის ოფიციალურ გვერდთან გააკეთა.





