17 წლის ავსტრიელი ფეხბურთელი იუსუპ დემირი არაერთი ევროპული გრანდის სამიზნე გახდა. ვენის „რაპიდის“ ახალგაზრდა ტალანტს ერთბაშად ხუთმა გიგანტმა – „ბარსელონამ“, „მანჩესტერ იუნაიტედმა“, „მანჩესტერ სიტიმ“, „ბაიერნმა“ და „დორტმუნდმა“ დაადგა თვალი.
ესპანური, გერმანული და ინგლისური გრანდების ჭიდილში კატალონიური გუნდი დაწინაურდა. ყოველშემთხვევაში ამას იუწყება ესპანური პრესა. ნიშანდობლივია, რომ თავად იუსუპ დემირსაც გული „ბარსელონასკენ“ მიუწევს.
ახალგაზრდა ნიჭიერი ფორვარდი ვენის „რაპიდის“ ძირითად გუნდში 2019 წლიდან ირიცხება. მიმდინარე სეზონში გამართულ 16 მატჩში მან 3 გოლი გაიტანა.





