საქართველოს ნაკრები რუმინეთშია და ადგილობრივ გუნდთან ამხანაგურად გასაჯიბრებლად ემზადება. მატჩის პატარა ქალაქ პლოიეშტში გაიმართება და მას გულშემატკივარიც დაესწრება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„გულშემატკივრების ფაქტორი ძალზედ კარგია, რადგან საფეხბურთო ატმოსფერო იქნება.
საქართველოს ნამდვილად არის საფეხბურთო ქვეყანა, საკუთარი განსაკუთრებული სპეციფიკით, ისტორიით და კულტურით. ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის სხვა განზომილებაა, რაც გავალდებულებს მოედანზე მაქსიმუმი გაიღო, რადგან ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ამ მხრივ, ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ.
ეს ორი ამხანაგური მატჩი სექტემბრის ოფიციალური დაპირისპირებებისთვის ძალზედ მნიშვნლოვანია და მათ სწორედ საკვალიფიკაციო ეტაპისთვის უკეთ მოსამზადებლად გამოვიყენებთ. ვცდით სიახლეების დანერგვას და დავაკვირდებით როგორ იმუშავებს ახალი მიდგომა“ – აღნიშნა ვილი სანიოლიმ.
რუმინეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 2 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათიდან დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.








