საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ვაკო ყაზაიშვილის არ გამოძახებაზე და ნაკრების დებიუტანტებზეც ისაუბრა.
“ჩემი საქმე არ არის, ფეხბურთელებს პატრიოტიზმი ვასწავლო, ეს ისედაც მაღალ დონეზეა მათში. მაგრამ არის მომენტები, რაც ჩემი კარიერიდანაც მახსენდება, რომ რაც გონებას უნდა, ყველაფერს ვერ აკეთებ. ამისთვის უნდათ გვერდზე გამოცდილი მოთამაშეები, რომ გაიზარდონ.
სექტემბერში გამოძახებულ დებიუტანტებსა და ჩაკვეტაძეს რაც შეეხებათ, მწვრთნელი ვარ და მე ვარჩევ, ვინ იმსახურებს ნაკრებში თამაშს. ვინც დღეს არ არიან ნაკრებში, მათ მეტი შრომა სჭირდებათ იმისთვის, რომ ეროვნულ გუნდში ითამაშონ. ჩაკვეტაძემ რთული პერიოდი გამოიარა. სექტემბერში 10-15 წუთი თამაშობდა.მაგრამ გვერდში დგომა სჭირდებოდა. მას მერე მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და უფრო მეტხანს შუეძლია თამაში. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ის ძალიან დაეხმარება ნაკრებს.
ყაზაიშვილს რაც შეეხება, მის არგამოძახებაზე გადაწყვეტილება მე მივიღე. წინა თამაშებში მისი ბოლომდე კმაყოფილი არ ვიყავი. არ ვამბობ, რომ ნაკრებში აღარ გამოვიძახებ, მაგრამ შორი გზისა და ბოლო თამაშების შემდეგ, ასე ჩავთვალე საჭიროდ.
რთულია საქართველოსა და საფრანგეთის მდგომარეობა შევადაროთ, მაგრამ მაინც ვიტყვი, აქ 20 ათასი ფეხბურთელია, საფრანგეთში კი 2 მილიონი. ძნელია, უცებ მოსთხოვო შედეგი ამ ბიჭებს. მაქსიმალურად ჩამოყალიბებული ფეხბურთელები რომ გავზარდოთ, საამისოდ დიდი ნაბიჯები იდგმება, ფეხბურთის ფედერაცია ცდილობს, სასურველი გარემო შექმნას და ფეხბურთი განავითაროს. ამ გარემოში ვცდილობთ წინსვლას. ღილაკზე ხელის დაჭერით შედეგის მიღწევა შეუძლებელია. მაგრამ აქ წამოწყებული პროექტები თავის შედეგს მოიტანს”, – განაცხადა სანიოლმა.





