საქართველოს ნაკრების და ტულას “არსენალის” 20 წლის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა რუსეთის ჩემპიონატში “ხიმკის” წინააღმდეგ ულამაზესი გოლი გაიტანა. პრემიერ ლიგის მე-17 ტურის მატჩში ტულას “არსენალი” “ხიმკის” ესტუმრა და მინიმალური სხვაობით 1:2 დაამარცხა.
შეხვედრის 61-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი იქონია.
20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერ ლიგაში 15 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
ცნობისთვის, ტულას “არსენალი” 17 ტურის შემდეგ რუსეთის პრემიერ ლიგაში 19 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფება.





