საქართველოს ნაკრების 28 წლის თავდამსხმელმა ვაკო ყაზაიშვილმა კორეის ჩემპიონატში გაიტანა. “ულსან ჰიუნდაიმ” შინ “სუვონ სიტი” მიიღო და მინიმალური სხვაობით 3:2 დაამარცხა.
ყაზაიშვილმა გოლი მატჩის მე-10 წუთზე თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი იქონია.
”ულსან ჰიუნდაი” მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს სტუმრად “ჩონბუკის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
28 წლის ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეაში გადასვლის შემდეგ 40 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.





