საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სამხრეთ კორეის საფეხბურთო ჩემპიონატში მორიგი გოლი შეაგდო. ვაკოს „ულსანი“ სტუმრად „სუვონს“ ესტუმრა და დამაჯერებლად, 0:3 დაამარცხა.
ქართველმა ფეხბურთელმა თავი მე-7 წუთზე გამოიჩინა. მეტოქის საჯარიმოში დანიშნული საჯარიმო დარტყმა ვაკომ ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.
დარჩენილ დროში „ულსანის“ ფეხბურთელებმა მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანეს, მთავარმა მწვრთნელმა კი ყაზაიშვილი მოედნიდან 67-ე წუთზე გაიყვანა.
ყაზაიშვილმა „ულსანის“ შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.





