ულსან ჰიუნდაიმ აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში სამხრეთ კორეული “იეონბუკი” დამატებით დროში 3:2 დაამარცხა.
ვაკო ყაზაიშვილმა ამ შეხვედრაში 109-ე წუთამდე ითამაშა და გოლი გაიტანა. მე-13 წუთზე ქართველმა შემტევმა ბრწყინვალედ ითამაშა, რამდენიმე მცველის გარემოცვაში მეკარეს შანსი არ დაუტოვა და ეფექტური გოლი შეაგდო.
ულსან “ჰიუნდაი” აზიის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც კიდევ ერთ სამხრეთკორეულ გუნდს “პოჰანგს” დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეაში ყველა ტურნირზე ერთად 35 თამაშში 12 გოლის გატანა მოახერხა.







