თურქეთის ჩემპიონატში საბა ლობჟანიძემ მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. სუპერ ლიგის მე-8 ტურის მატჩში “ჰატაისპორი” სტუმრად “მალათაისპორს” ეწვია და ანგარიშით 0:2 დაამარცხა.
ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეხვედრის 35-ე წუთზე თავის თანაგუნდელს საგოლე გადაცემა გაუკეთა. საბა მატჩის 67-ე წუთზე შეცვალეს.
”ჰატაისპორი” მომდევნო მატჩს 18 ოქტომბერს, შინ “გაზიანთეფის” წინააღმდეგ გამართავს, საბა ლობჟანიძე კი ოქტომბრის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და მოახლოებული მატჩებისთვის მოემზადება.




