საქართველოს ნაკრებისა და “ჰატაისპორის” 27 წლის ფეხბურთელმა, საბა ლობჟანიძემ “გალათასარაის” წინააღმდეგ დუბლი შეასრულა. “ჰატაისპორმა” შინ “გალათასარაი” მიიღო და ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
საბამ შეხვედრის 79-ე წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა.
27 წლის ფეხბუთელმა, მატჩის 91-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი გაიტანა და “ჰატაისპორს” შეხვედრა მოაგებინა.
“ჰატაისპორი” 21 ტურის შემდეგ, თურქეთის ჩემპიონატში 35 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება.
საბა ლობჟანიძე მშვენიერ ფორმაშია, 27 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში თურქეთის სუპერლიგაში 20 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.




