შეერთებულ შტატებში, G ლიგის ერთ-ერთ მატჩში ერთმანეთს ქართველი კალათბურთელების გუნდები დაუპირისპირდნენ. გოგა ბითაძის „ფორტ ვეინ მედ ანტსი“ საკუთარ მოედანზე გიორგი ბეჟანიშვილის „გრანდ რაპიდს გოლდს“ შეხვდა და 17 ქულის სხვაობით, 139:122 დაამარცხა.
საგულისხმოა, რომ ორივე კალათბურთელი საკუთარი გუნდიდან საუკეთესოები იყვნენ. გოგამ მოედანზე 23 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 19 ქულა, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა.
რაც შეეხება გიორგი ბეჟანიშვილს, ახალგაზრდა გამთამაშებელმა მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა. გიორგიმ 16 ქულა, 10 მოხსნა და სამი შედეგიანი გადაცემა დააფიქსირა.








