ბათუმში, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ინგლისი მინიმალური სხვაობით 3:2 დაამარცხა.
ქართველმა ფეხბურთელებმა შეხვედრა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარეს. მატჩის 24-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა მასპინძლები დააწინაურა.
მეორე ტაიმში ჯვაროსნებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და მატჩის 47-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა დუბლი შეასრულა. შეხვედრის 65-ე წუთზე გიორგი გოჩოლეიშვილმა საოცარი სოლორეიდით სხვაობა სამამდე გაზარდა და ჩვენი გუნდის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი იქონია.
დარჩენილ დროში ინგლისელმა ფეხბურთელებმა ორი გოლის გატანა მოახერხეს.
ეს ჩატარებული შეხვედრა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისთვის 2021 წელს საბოლოო გახლდათ.








