საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება GFF Awards, შარშანდელის მსგავსად, მიმდინარე წელსაც ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
წლის საუკეთესოები სფფ-ის სოციალური ქსელების და ვებ-გვერდის საშუალებით ეტაპობრივად გამოვლინდნენ.
2021 წლის საუკეთესო გოლის ნომინაციაში გიორგი გოჩოლეიშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც ინგლისის U21 ნაკრებს ბრწყინვალე სოლო რეიდით ულამაზესი გოლი გაუტანა.
ამ მეტად მნიშვნელოვანი აღიარების შემდეგ გიორგიმ კომენტარი გააკეთა.
“ძალიან დიდი სიხარული იყო, გოლის მომენტის შემდეგ, ცოტა ხანი არაფერი არ მახსოვდა. ჩემი გოლის საუკეთესოდ დასახელებამ ძალიან გამახარა და მომავალში ვეცდები, რომ უფრო მეტი პრიზი მივიღო”, – განაცხადა გოჩოლეიშვილმა.







