სანდრო მამუკელაშვილმა G ლიგაში, „ვისკონსინ ჰერდის“ შემადგენლობაში მეორე მატჩი ჩაატარა და გულშემატკივრებს თავი ამჯერადაც კარგი თამაშით დაამახსოვრა.
ქართველი კალათბურთელის გუნდი „ფორტ უეინ მედ ენთსის“ შეხვდა და 12 ქულის სხვაობით, 114:102 დაამარცხა.
მამუკელაშვილის ანგარიშზე 22 ქულა იყო, ამასთან, მან ორმაგი დუბლის დაფიქსირებაც შეძლო. საბოლოოდ მატჩში სანდრომ 22 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მოაგროვა.
შეგახსენებთ, რომ G ლიგის სადებიუტო მატჩშიც მამუკელაშვილმა ორმაგი დუბლის დაფიქსირება შეძლო (11 ქულა, 10 მოხსნა).








