NBA-ს განვითრების ლიგაში მორიგი მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილისა და „მილოუკ ბაქსის“ ახალგაზრდულმა გუნდმა, „ვისკონსინ ჰერდმა“. „ჰერდი“ ამჯერად „კოლეჯ პარკ სქაიგოუქსს“ შეხვდა და 10 ქულის სხვაობით, 117:107 გაიმარჯვა.
სანდრომ მატჩი სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და მოედანზე 30 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში, ქართველმა კალათბურთელმა 11 ქულა, 10 მოხსნა, ორი შედეგიანი გადაცემა და თითო-თითო ჩაჭრა-დაფარება დააფიქსირა. მამუკელაშვილმა 8-დან 4 ორქულიანი და სამიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, ასევე, ბურთი სამჯერ დაკარგა და მეტოქეზე ორჯერ დაჯარიმდა.
„ვისკონსინ ჰერდი“ შემდეგ შეხვედრას 27 იანვარს „კლივლენდ ჩარჯის“ წინააღმდეგ გამართავს.








