NBA-ს განვითრების ლიგის მეორე ტურში გიორგი ბეჟანიშვილის „გრანდ რაპიდს გოლდი“ კვლავ „ვესტჩესტერ ნიქსს“ დაუპირისპირდა და ამჯერად 110:96 დაამარცხა.
გიორგიმ მოედანზე 30 წუთი გაატადა და ამ დროის განმავლობაში 17 ქულა, 9 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა. სამწუხაროდ ქართველ კალათბურთლს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა, მაგრამ ამის მიუხედავად თანაგუნდელ ტრევონ დუვალთან ერთად ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა.
ამ გამარჯვებით, „გრანდ რაპიდს გოლდს“ 2-დან 2 გამარჯვება დაუგროვდა და პირველ ადგილზე იმყოფება. გიორგი ბეჟანიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 იანვარს, „კლივლენდ ჩარჯის“ წინააღმდეგ გამართავს.








