საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი 1/4 ფინალში გავიდა.
ლაშამ 1/4 ფინალამდე ძალიან მარტივად გააღწია, მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა 1/8 ფინალში ბრაზილიელი კოდა იპონით დაამარცხა.
დღეს, საქართველოს სახელით ლაშას გარდა, ჯაბა პაპინაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებენ.
ცნობისთვის, ლაშა შავდათუაშვილის მეტოქე 1/4 ფინალში მარკ ჰრისტოვსა და ჟოან-ბენჟამინ გაბას შორის გამარჯვებული იქნება.








