საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია რუსული კლუბის შემადგენლობაში საოცრებების კეთებას განაგრძობს.
19 წლის ქართველი ფეხბურთელი, თავის თანაგუნდელს დიმიტრი ტარასოვს ჯარიმების დარტყმაში ეჯიბრებოდა და გამარჯვებული სწორედ ჩვენებური გამოვიდა, თანაც საკმაოდ დამაჯერებლადაც.







