საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” 20 წლის ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოსკოვის “დინამოს” წინააღმდეგ ასისტი მიითვალა. ყაზანის “რუბინმა” შინ მოსკოვის “დინამო” მიიღო და მინიმალური სხვაობით 2:3 დამარცხდა.
ხვიჩამ შეხვედრის 30-ე წუთზე სოლტმურად ბაკაევს საგოლე პასი გაუკეთა. ქართველი ფეხბურთელი ლეონიდ სლუცკიმ შეხვედრის 73-ე წუთზე მოედნიდან გაიყვანა.
კვარამ რუსეთის ჩემპიონატში 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ყაზანის “რუბინი” 16 ტურის შემდეგ რუსეთის ჩემპიონატში 22 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.





