უეფას კონფერენს ლიგის F ჯგუფის მეოთხე ტურის შეხვედრაში გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას ბრატისლავას “სლოვანმა” გიბრალტარის “ლინკოლნი” დამაჯერებელად 4:1 დაამარცხა.
ორივე ქართველმა მატჩი სრულად ითამაშეს. გურამ კაშიამ კი 71-ე წუთზე საკუთარი ნახევრიდან გაკეთებული გადაცემით მრაზს გაატანინა.
აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნება.
“სლოვანს” ოთხ ტურში 7 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძვის, მომდევნო ტურში კი 25 ნოემბერს, სალონიკის “პაოკს”უმასპინძლებს.








