G ლიგაში გამორჩეული თამაშის შემდეგ, გოგა ბითაძე „ინდიანა პეისერსს“ დაუბრუნდა და „დეტროიტ პისტონსის“ წინააღმდეგ 5 წუთი ითამაშა. ქართველი კალათბურთელის გუნდი „პისტონსს“ საკუთარ მოედანზე შეხვდა და 9 ქულის სხვაობით, 122:113 დაამარცხა.
როგორც გითხარით, გოგამ მოედანზე 5 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ 2 მოხსნა მოასწრო.








