უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ჩიქოვანი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
გიორგი ჩიქოვანმა პირველ წრეში დაისვენა, 1/4 ფინალში რუმინეთი მეტოქეს გაფრთხილებებით მოუგო, ნახევარფინალში ილია სულამანიძესთან დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ფრანგ მეტოქეს სძლია.
გიორგიმ საქართველოს ნაკრებს მეხუთე მედალი მოუპოვა.








