ეროვნული ლიგა 2-ის 26-ე ტურის მატჩში ერთმანეთს “გაგრა” და ბოლნისის “სიონი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ერთ-ერთ მომენტში მეორე ნახევარში გაგრასა და სიონის მოთამაშეებს შორის შელაპარაკება ჩხუბით დასრულდა.
52-ე წუთზე გურამ სამუშიასა და ლაშა უგრეხელიძეს კამათი დაიწყო, რასაც ჯერ სამუშიას მხრიდან მოჰყვა ხელის დარტყმა, მერე კი უგრეხელიძემ მას გაცილებით ძლიერად დაარტყა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ბაქარ ნინუამ კონფლიქტის გამო ორივე მოთამაშე მოედნიდან გააძევა.
საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.





