ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე +109 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ტალახაძემ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მესამე მისვლაზე 225 კგ დაძლია, ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ამ მოძრაობაში ოქროს მედლსაც დაეუფლა.
რამდენიმე წუთში შეჯიბრი აკვრაში გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგაც მსოფლიო ჩემპიონი ორჭიდის ჯამშიც გამოვლინდება.








