29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ში ინდიან ველსის მასტერსში ჩაერთვება, რომლის საპრიზო ფონდიც 9 146 125 დოლარია.
ბასილაშვილი პირველ რაუნდში ისვენებს, მეორეში კი ბელარუს ეგორ გერასიმოვსა და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს შორის საუკეთესოს შეხვდება. თუ ნიკოლოზმა ეს ბარიერი დასძლია, სავარაუდოა, რომ მე-3 წრეში კანადელ ფელიქს ოჟიე-ალიასიმს შეგხვდეს.
შეგახსენებთ, რომ შარშან ინდიან ველსის მასტერსი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა.
ცნობისთვის, ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ავსტრიელი დომინიკ ტიმია, რომელმაც ფინალში შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დაამარცხა.








