დინამო ბათუმი ვამარა სანოგომ დატოვა. 26 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა ბათუმელებთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტა.
ვამარამ დინამო ბათუმიდან წასვლის შემდეგ კლუბს მადლობა გადაუხადა და მომავალში ყოველივე საუკეთესო უსურვა.
შეგახსენებთ, რომ ვამარა სანოგო დინამო ბათუმმა მიმდინარე წლის დასაწყისში დაიმატა. ფრანგმა ფორვარდმა თავიდან მძიმე ტრავმა მიიღო და სეზონის სტარტი გაუცდა, მაგრამ შემდეგ გამოჯანმრთელდა და გია გეგუჩაძის გუნდს შეუერთდა. სანოგომ დინამო ბათუმის მაისურით 13 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა





