ესპანური გამოცემა eldesmarque წერს თუ ვინ უნდა იდგეს “ვალენსიას” კარში, ნიდერლანდელი სილესენი თუ ქართველი გიორგი მამარდაშვილი
“დებატები ვალენსიას მთავარი გოლკიპერის შესახებ ბოლო რამდენიმე სეზონია, რაც გრძელდება. ნეტოს წასვლის შემდეგ ვერცერთმა მეკარემ შეძლო სასტარტოში მყარად დამკვიდრება. ამ ზაფხულს დირექტორატმა საქართველოდან კაშკაშა ვარსკვლავი დაიმატა 19 წლის გიორგი მამარდაშვილის სახით. ყველასთვის გასაკვირად, მან სეზონი სასტარტოში დაიწყოდა ფანტასტიკური იყო, მაგრამ მერე გამოუცდილობამ თავისი ქნა და გამოჩნდა, რა აკლია კიდევ ამ ბიჭს.
ბოლო სამი მატჩიდან ნიდერლანდელმა ორ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. ბოლო თამაშის შემდეგ და მამარდაშვილის არყოფნის გათვალისწინებით, უახლოესი თვეების განმავლობაში დებატი, თუ ვინ უნდა იდგეს ვალენსიას კარში, დასრულებულია”, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა ლა ლიგის სასტარტო 6 ტურში ითამაშა და პირველ ტურში სულაც ტურის საუკეთესო მეკარედაც დაასახელეს.





