ElDesmarque Valencia-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ვალენსია” წლის ბოლომდე გიორგი მამარდაშვილს “დინამო თბილისისგან” გამოისყიდის.
“გიორგი მამარდაშვილის რეალური, საბაზრო ფასი ათჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ის თანხა, რაც ესპანურ კლუბს მისი გამოსყიდვა დაუჯდება. გიორგი ფეხბურთის ობსერვატორიის ახალგაზრდა მეკარეების საუკეთესო ათეულში მოხვდა და მე-7 ადგილზე გავიდა”, – წერს ElDesmarque Valencia.
ცნობისთვის, “ღამურებს” ქართველი მეკარის გამოსყიდვა 800 000 ევროდ შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიას” შემადგენლობაში ლა ლიგის 6 ტური ითამაშა, შემდეგ კი ხოსე ბორდალასმა “ღამურების” კარში ნიდერლანდელი სილესენი დააბრუნა.
ქართველი მეკარის ფასი “ტრანსფერმარკტზე” 3 მილიონი ევროა.





