საქართველოს ნაკრების 28 წლის ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა კორეაში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა.
”ულსან ჰუნდაი” კორეული ლიგის 29-ე ტურის მატჩში “დეგუს” დაუპირისპირდა. ქართველმა ფეხბურთელმა თავისი გუნდი მატჩის მე-15 წუთზე დააწინაურა, თუმცა ეს გოლი გათამაშების ლიდერს გამარჯვების მოსაპოვებლად არ ეყო.
ქართველი ფეხბურთელის გუნდის 55 ქულით კორეული ლიგის ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ “ჯეონბეკ მოტორს” ქულით უსწრებს.
ვაკო ყაზაიშვილის “ულსან ჰიუნდაი” მომდევნო მატჩს 21 სექტემბერს “პოჰანგის” წინააღმდეგ გამართავს.





