საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ვაკო გვილიამ ვარშავის „ლეგია“ დატოვა. ინფორმაციას პოლონური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
„ვაკო გვილია ვარშავის „ლეგიას“ ტოვებს. ქართველი ფეხბურთელი „ლეგიას“ 2019 წლის ივლისში შეუერთდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილი მალევე დაიმკვიდრა. მან სადებიუტო გოლი ჩემპიონატის მეორე ტურში, „კორონას“ წინააღმდეგ ბოლო წუთზე გაიტანა და ჩვენს გუნდს გამარჯვება მოუტანა. ის მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა. დიდი სიხარულით იღებდა მონაწილეობას საქველმოქმედო აქციებში, რომელსაც კლუბი აწყობდა. ვაკო, დიდ მადლობას გიხდით იმ ყველაფრისთვის, რაც ლეგიასთვის გააკეთე და კარიერის მომდევნო ეტაპზე დიდ წარმატებებს გისურვებთ“, – წერია „ლეგიას“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ვაკო გვილია პოლონურ კლუბში 2 წლის განმავლობაში თამაშობდა. მან „ლეგიას“ შემადგენლობაში 50 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.





