ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა Transfermarket-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა განახლებული ფასები გამოაქვყენა. სიას, რა თქმა უნდა, ყაზანის “რუბინის” გარემარბი და ქართული ფეხბურთის მთავარი იმედი ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს. მისი სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონი ევროა.
ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, დავით ხოჭოლოვა და ოთარ კიტეიშვილი მოდიან, რომელთა ფასიც 3 მილიონს შეადგენს.
დანარჩენ მოთამაშეთა სია ასე გამოიყურება.
1 ხვიჩა კვარაცხელია – 18 მილიონი ევრო
2. დავით ხოჭოლავა – 3 მილიონი ევრო
3. ოთარ კიტეიშვილი – 3 მილიონი ევრო
4. გიორგი ჩაკვეტაძე – 2.7 მილიონი ევრო
5. საბა კვირველია – 2.5 მილიონი ევრო
6. ჯიმი ტაბიძე – 2.5 მილიონი ევრო
7. ზურიკო დავითაშვილი – 2.5 მილიონი ევრო
8. ლევან შენგელია – 2 მილიონი ევრო
9. გიორგი ქვილითაია – 1.8 მილიონი ევრო
10. ვაკო ყაზაიშვილი/ვაკო გვილია/საბა ლობჟანიძე – 1.5 მილიონი ევრო.








